საპროტესტო აქციები აბაშაში
2012-12-22 ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლისა და გამგეობა- საკრებულოს ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის მოთხოვნით აბაშაში აქციები დეკემბრის ბოლოს დაიწყო. 22 დეკემბერს აბაშის მოსახლეობამ საკრებულოს შენობასთან აქცია გამართა. მათი პროტესტი საკონკურსო -საატესტაციო კომისიის წევრების შემადგენლობამ გამოიწვია და კომისიის წევრების შეცვლას მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, კომისია ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგანაა დაკომპლექტებული, რაც სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ხელს შეუშლის. აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.