საპროტესტო აქცია და შიმშილობა აბაშაში
2013-01-18 4 იანვარს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა აბაშის მუნიციპალიტეტის შენობის პარალიზება მოახდინეს და გამგებლად საკუთარი კანდიდატის, ირაკლი რუხაძის წარდგენა მოითხოვეს. 8 იანვარს აქციის მონაწილეებმა შენობის შესასვლელი კარის შემტვრევა სცადეს, ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს და შიმშილობა დაიწყეს.აბაშის მოსახლეობამ გამგებლად გოჩა ჭანტურიას კანდიდატურა მომდევნო დღეებშიც გააპროტესტა. 11 იანვარს კი აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან ახალი გამგებლის გოჩა ჭანტურიას მხარდამჭერთა აქცია გაიმართა, პარალელურად კი საკრებულოს შენობის ფოიეში გამგებლის დანიშვნის წინააღმდეგ მიმართული შიმშილობის აქციაც მიმდინარეობდა. საბოლოოდ, აბაშაში ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით მიმდინარე აქციები და შიმშლობა 18 იანვარს შეწყდა. საკრებულომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე