საპროტესტო აქცია თანამდებობის პირთა გადადგომის მოთხოვნით ახალქალაქში
2013-02-15 15 თებერვალს კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა აქცია გაიმართა. მონაწილენი ითხოვდნენ, რომ არ შეეცვალათ გამგებელი და საკრებულოს შემადგენლობა. აქციას ესწრებოდა დაახლოებით 650-700 კაცი.
2013-02-12 12 თებერვალს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ორგანიზებით საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა მოითხოვეს საკრებულოსთავმჯდომარის, გამგებლის და პრეზიდენტის გადაყენება. აქციას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ახალქალაქის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი გოგლა ჟვანია, ნინოწმინდის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ბეჟან გუნავა და დაახლოებით 150-200 კაცი. მოთხოვნების შესრულებისათვის აქციის მონაწილეებმა ადგილობრივ თვითმართველობას 10 დღიანი ვადა მისცეს.