საპროტესტო აქცია ქუთაისის მერის გადადგომის მოთხოვნით
2013-02-19 19 თებერვალს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კოალიცია „გამჭირვალე თვითმმართველობის“ წევრებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი ქალაქის მერის - ბესიკ ბრეგაძის გადადგომასა და ქუთაისის საკრებულოსგან მერიაში არსებულ დარღვევებზე კანონიერ რეაგირებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვებისაკენ მოუწოდეს და განმარტეს, რომ საჭიროა ქალაქის მერი კონკურსის წესით შეირჩეს. როგორც კოალიცია „გამჭირვალე თვითმმართველობის“ წევრებმა დააანონსეს 21 თებერვალიდან ქალაქში მერის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქციების დაწყებას გეგმავენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე