საპროტესტო აქციები სოფელ ნანიანში
2013-02-20 თებერვლის მეორე ნახევარში სოფელ ნანიანში სოფლის რწმუნებულის დანიშვნასთან დაკავშირებით აქციები გაიმართა. სოფელ ნანიანის მაცხოვრებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობის ნაწილი სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად „ქართული ოცნების“ წევრის ბესიკ ზირაქაშვილის დანიშვნას აპროტესტებდა და მის ნაცვლად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, ნინო ფროდიაშვილის დანიშვნას ითხოვდა. რწმუნებულის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ბესიკ ზირაქაშვილმა „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის ბევრი გააკეთა. თავად ზირაქაშვილმა დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ყველაფერი მათ მიერ არის პროვოცირებული.