საპროტესტო აქცია ბორჯომის საკრებულოს შენობასთან
2013-02-27 27 თებერვალს გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. ერთი კვირით ადრე საკრებულოს თხოვნით მიმართა საკრებულოს წევრთა 1/3-მა გამგებლის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების თაობაზე. სხდომას ესწრებოდა „სამართლიანი არჩევნების“ რაიონული კოორდინატორიც.სხდომამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა დამსწრეთა რაოდენობა ძალიან ბევრი იყო და ხალხის დიდი ნაწილი შეკრებილი იყო შენობის გარეთ. მათი ნაწილი ემხრობოდა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გადაყენების მოთხოვნას და კონკურსის გამოცხადებას, ნაწილი კი არა. იმისათვის, რომ მოსახლეობისაგან თვითმმართველობის შენობა გაეთავისუფლებინათ პოლიციის დახმარება გახდა საჭირო, თუმცა რაიონული კოორდინატორის თქმით, მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება იყო და არგადაზრდილა შეხლა -შემოხლაში.