საპროტესტო აქცია რწმუნებულის წინააღმდეგ დაბა ლაითურში
2013-04-01 1 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მცხოვრებლებმა რწმუნებულს სამუშაო ოთახის კარები აუჭედეს. აქციის მონაწილეები რწმუნებულის და მისი თანაშემწეების გათავისუფლებას მოითხოვენ. დაბა ლაითურში მცხოვრები მარინა აბაშიძის თქმით, კარები იმიტომ აჭედეს, რომ აღარ სურთ ლაითურს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მართავდნენ. აქციის მონაწილეები ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.