საკადრო ცვლილებები აჭარის უმაღლეს საბჭოში
2013-07-31 საინტერესო ფაქტია სამმართველოს ერთ-ერთი მოადგილის ნარგიზ ბასილაძის დათხოვნა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების,სამსახურის თვითნებურად მიტოვების გამო. ნარგიზ ბასილაძის გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ იგი 16 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოფიციალური ინფორმაცია მიუწოდებია გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ. 16 იანვარს სამსახურში სისტემატური დაგვიანების გამო სამმართველოს უფროსმა ბასილაძეს გამოუცხადა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ,,გაფრთხილება“, ხოლო 17 იანვრიდან ნარგიზ ბასილაძე განთავისუფლებული იქნა სამმართველოს უფროსის მოადგილეობიდან.
როგორც ქალბატონმა ნარგიზამ „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონულ კოორდინატორთან საუბრისას აღნიშნა, საარქივო სამმართველოს ახლანდელმა უფროსმა, გურამ სალაძემ მას არაერთხელ სთხოვა განთავისუფლებაზე განცხადების დაწერა, თუმცა მან წასვლის შესახებ განცხადება არ დაწერა და მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მისი უსაფუძლო დათხოვნის მიზეზი. როგორც ნარგიზ ბასილაძე აცხადებს, მან ავადმყოფობის მეორე დღესვე გააგებინა სამმართველოს აპარატის უფროს, სამმართველოს უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს და სამმართველოს კიდევ ერთ თანამშრომელსაც, რომ იყო შეუძლოდ და იმყოფება საავადმყოფო ბიულეტენზე.
2013-05-31 აპრილში მერიაში პირადი განცხადებით გათავისუფლდნენ მერის თანაშემწე და მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის I განყოფილების უფროსი სპეციალისტი - უფროსი მეხანძრე.
მაისში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი) და მის ნაცვლად იმავე დღეს დაინიშნა ახალი კადრი.
საკრებულოს აპარატში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ბათუმის მომავლისთვის“ თითო სპეციალისტი იქნა მოწვეული. ფრაქციებში აყვანილი პირები საკრებულოს ახალი თავჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის მიერ იქნენ განთავისუფლებული მარტის თვეში.
2013-02-28 2013 წლის იანვარში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აპარატში საჯარო მოხელეთა ატესტაცია ჩატარდა. 33 საჯარო მოხელეს ატესტაცია გასაუბრების ფორმით ჩაუტარდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში 1 ოქტომბრის შემდეგ განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად სამსახურიდან განთავისუფლდა 7 თანამშრომელი,ხოლო ამავე პერიოდში დაინიშნა 9 ახალი თანამშრომელი, მათ შორის სამმართველოს თავმჯდომარე და სამი მოადგილე.
2013-01-17 აჭარის უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადების მიხედვით, 2013 წლის 5 იანვარს აჭარის უმაღლეს საბჭოში განხორციელდა საკარდრო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 71 თანამშრომელი იქნა დათხოვილი. ინფორმაცია არ დასტურდება არც ოპოზიციის და არც უმრავლესობის წარმომადგენლის მიერ. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 20–25 თანამშრომელს გაუვიდა ხელშეკრულების ვადა, ზოგ შემთხვევაში კი გაუქმდა შტატი ფრაქციის არ არსებობის გამო.
წყარო: http://goo.gl/nZ965