საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში
2013-03-15 შინაგან საქმეთ მინისტრის 2013 წლის 25 იანვარს გაცემული ბრძანების თანახმად, შეიცვალა პოლიციაში ზოგიერთი საკადრო საკითხის მარეგულირებელი წესი და შესაძლებელი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაურის ან უფრო მაღალი თანამდებობის პირის, ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსის ან უფროსის მოადგილის, დეტექტივ-გამომძიებლის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, მესაზღვრე-კონტროლიორისა და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსების გავლის გარეშე პირთა დანიშვნა ან დაწინაურება. აღნიშნული ბრძანება შეზღუდული დროით მოქმედებდა და ძალაში იყო 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით. წყარო: http://goo.gl/2yU0L
2013-01-24 2012 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოდან 27 თანამშრომელი კადრების მთავარი სამმართველოს განყოფილების განკარგულებაში გადაიყვანეს. საპატრულო პოლიციის ოთხმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ კადრების განყოფილებაში გადაყვანის შესახებ განცხადება ზეწოლის გამო დაწერეს. მათი თქმით სამმართველოს ახალმა ხელმძღვანელმა მათ განცხადების დაწერა რამდენჯერმე მოსთხოვა და განაცხადა, რომ იმ პირებმა, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუშაობდნენ, სამსახურები უნდა დატოვონ. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განცხადების დაწერაზე უარი განაცხადეს, მათ აცნობეს, რომ უნდა დატოვონ სამსახური, რადგან ვერ აკმაყოფილებენ ახალი ხელმძღვანელობის მოთხოვნებს. წყარო: http://goo.gl/ffFVT


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე