საპროტესტო აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით ქედაში
2012-12-25 25 დეკემბერს ქედის გამგეობის შენობასთან რაიონის გამგებლის, ვაჟა ბოლქვაძის გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, გამგებლებთან ერთად, სოფლის რწმუნებულების გადაყენებასაც ითხოვდნენ. მათ პირველ იანვრამდე მისცეს ვადა გამგებელს გადადგომისთვის და მოითხოვდნენ აღარ გაეგრძელებინა კონტრაქტები არცერთ საბიუჯეტო დაწესებულების თანამშრომლისთვის. აქციას 200 ამდე ადამიანი ესწრებოდა, მობილიზებული იყო ასევე იყო პოლიციაც.
გამგებელი ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა, მათი მოთხოვნები მოისმინა, მაგრამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან ამ გზით წასვლას არ აპირებს. აქციის მონაწილეებმა გამგებლის საკუთარ კანდიდატად ჯამბულ შარაბიძე დაასახელეს. ამ დროისათვის აქცია ქედაში შეწყვეტილია.