ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი პოლიციამ დაკითხა
2013-01-29 29 იანვარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ასკურავა პოლიციამ დაკითხა. გამოძიება ლანჩხუთში არჩევნებამდე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებით არის დაინტერესებული. კახა ასკურავამ განაცხადა, რომ დაკითხვის დროს მასზე ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისი დაკითხვაზე დაბარების მიზეზი დაგეგმილი საკრებულოს სხდომაა, სადაც ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ამ პოსტის დასაკავებლად კი "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იბრძვიან. გამგებლის და მისი მოადგილის გარდა, ლანჩხუთის პოლიციაში დაკითხვაზე საკრებულოს რამდენიმე დეპუტატიც იყო დაბარებული.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე