ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კასპის გამგეობის თანამშრომლები დააკავა
2013-01-31 31 იანვარს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტზე, კასპის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ გელიტაშვილი და შპს "კასპის კეთილმოწყობის" დირექტორი გიორგი გოცირიძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ამავე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს "კასპის კეთილმოწყობას" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც კასპის და მისი შემოგარენის დაგვა - დასუფთავებას და ასევე ნაგავსაყრელის მოწესრიგებას ითვალისწინებდა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულების პირობები სისტემატურად ირღვეოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.