ნინოწმინდის გამგეობის ხელმძღვანელის დაკავება
2013-02-05 5 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწმინდის გამგეობის კონდურის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ჰამბარცუმ თათევოსიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თათევოსიანმა მსხვილფეხა ცხოველის გაყიდვისთვის საჭირო ყალბი ცნობები დაამზადა, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით 500 ლარი აიღო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე