ხობის გამგეობის თანამშრომლის დაკავება
2013-02-05 5 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო - ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტზე ხობის გამგეობის მიერ დაფუძნებული შპს-ს "ხობის დასუფთავება და განათება" დირექტორი ნუკრი წოწონავა დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, წოწონავას დაკავების მიზეზი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის უკანონოდ მითვისება გახდა. ხობის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსთან ერთად კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალური ინფორმაციის გაჟღერებისგან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჯერ–ჯერობით თავს იკავებენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.