საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა საკრებულოს სხდომაზე
2013-01-23 23 იანვარს საკრებულოს სხდომა, რომელსაც მოსახლეობა და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ესწრებოდნენ, ხმაურით წარიმართა. მოსახლეობის ნაწილი მოითხოვდა საკრებულოს თავმჯდომარის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით მესროფაშვილის გადადგომას. ასევე, სურდათ საკრებულოზე რამდენიმე პრობლემის განხილვა. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის განცხადებით, მოსახლეობას საკუთარი აზრი არ ჰქონდა გამოხატული, როდესაც სხდომა დასრულებულად გამოცხადდა, რასაც მოჰყვა მოსახლეობის გაღიზიანება. მათი ნაწილი საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შეიჭრა. სოფელ დოესის მკვიდრმა მესროფაშვილს ბრალი ზეწოლაში დასდო, ხოლო სოფელ აღაიანში მცხოვრებმა, ,,ქართული ოცნების” აქტივისტმა ვახტანგ პაპაშვილმა მას სოფელში სასმელი წყლის უქონლობა დააბრალა. აღაიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთახიდან მისი გაყვანა სცადა. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა და ჩხუბი, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანება მიიღო საკრებულოს თავმჯდომარემ. პოლიციის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ოთაროვის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილის ცემის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე