ადიგენის გამგეობის შენობაში შეჭრა
2012-12-24 ბოლო პერიოდის განმავლობაში დაპირისპირება იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის, ვინაიდან მათ გამგებლის პოსტზე სხვადასხვა კანდიდატურა ჰყავდათ. 24 დეკემბერს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ნაწილი გამგეობაში შეიჭრა და გამგებლის გადადგომა მოითხოვა. მათ პოსტზე საკუთარი კანდიდატის, ლევან ლობჟანიძის დანიშვნა სურდათ და გააპროტესტეს კოალიციის მეორე ნაწილის მიერ დასახელებული ინა კაპანაძის კანდიდატურა. ადიგენის გამგებელმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს, რადგან კანონის შესაბამისადაა არჩეული.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე