ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში პროკურატურა შევიდა
2013-02-19 19 თებერვალს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში პროკურატურა შევიდა. აღნიშნულ უწყებაში გამოძიება ოზურგეთის მკვიდრის, მარინე სუნგულიას განცხადების საფუძველზე დაიწყო. როგორც ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში განმარტეს, საქმე ეხება მუნიციპალიტეტში 2011-2012 წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. გამოძიების პირველ ეტაპზე დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს