ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები პოლიციაში დაიბარეს
2013-02-27 27 თებერვალს გაიმართულმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა დამსწრეთა რაოდენობა ძალიან ბევრი იყო და ხალხის დიდი ნაწილი შენობის გარეთ იყო შეკრებილი. ბორჯომში ასევე იმყოფებოდა დეპუტატი გედევან ფოფხაძე. სხდომის დასრულების შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გედევან ფოფხაძემ მობილური ესროლა და შუბლი გაუტეხა საკრებულოს წევრ ვეფხია გრიგალაშვილს. ვეფხია გრიგალაშვილმა მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიციაში შეიტანა განცხადება, რის საფუძველზეც მოხდა საკრებულოს დეპუტატების დაბარება პოლიციაში. დაკითხულ იქნა ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე და მიმდინარეობს გამოძიება. გედავან ფოფხაძე ქუთაისში გაემგზავრა და ამიტომ მასთან გასაუბრება ვერ შეძლო ბორჯომის კოორდინატორმა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კი განაცხადა, რომ ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის ინსპირირებულია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე