ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები პროკურატურამ დაკითვაზე დაიბარა
2012-12-30 დეკემბრის ბოლოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და თანამშრომლები პროკურატურამ დაკითვაზე დაიბარა. საქმე აღძრულია სახელმწიფო თანხების გაფლანგვაზე, რომელიც ეხება რაბათის ციხის მშენებლობას. 28 თებერვალს მთავარი პროკურორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, ახალციხეში ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ტერორის აშკარა მაგალითები გამოიკვეთა. მისი თქმით, საქმე რაბათის ციხის მშენებლობის პროცესში მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვის ფაქტებს ეხება. გაირკვა, რომ 11 ობიექტის გასაყიდად აუქციონი ჩატარდა. აუქციონებს კი, მხოლოდ თითო-თითო მონაწილე ჰყავდათ. თუმცა, ყველა ობიექტი საწყის ღირებულებაზე გაცილებით მაღალ ფასად გაიყიდა. საერთო ჯამში, აღნიშნული ობიექტების რეალიზაციის შედეგად 9 632 000 ლარი იქნა გადახდილი. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება კი, 161 000 ლარს შეადგენდა. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ შესყიდვის პროცესში 2 მესაკუთრე პატიმარი იყო. ესენი არიან - შპს „ჯორჯიან ინვესტმენტის“ დირექტორი ჯუანშერ მაშია და შპს „ინსტა ჯორჯიას“ დირექტორი ლევან სიმონიშვილი. პროკურატურამ ორივე კომპანიის წარმომადგენელი დაკითხვაზე დაიბარა. ორმა მესაკუთრემ კი, ნაყიდი ქონება სახელმწიფოს ჩუქებით დაუბრუნა. პაიჭაძის განცხადებით საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და თუ სად დაიხარჯა აღნიშნული თანხები, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე