ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელისა და მისი მოადგილის დაკავება
2013-07-31 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელის ლევან ლორთქიფანიძისა და მისი მოადგილე ნოდარ შარაბიძის საქმეზე მოგვიანებით დაიკითხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძეც. 15 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები 10-10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 18 მარტს ლევან ლორთქიფანიძემ და მისმა მოადგილემ სასამართლოს განჩინების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს.
2013-03-13 13 მარტს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე და მისი მოადგილე ნოდარ შარაბიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ბრალდებით დააკავეს. ნოდარ შარაბიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამართალდამცავებმა გამგეობის შენობიდან საკაცით გამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლორთქიფანიძე გამგებლად 2012 წლის 31 დეკემბერს დაინიშნა და იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია.
გამოძიების მიხედვით, ლევან ლორთქიფანიძემ და ნოდარ შარაბიძემ ერთ-ერთ მეწარმეს მიანიჭეს უპირატესობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია.