ქვემო ქართლის გუბერნატორის საოლქო პროკურატურაში დაკითხვა
2013-02-14 14 თებერვალს გუბერნატორი დავით კირკიტაძე საოლქო პროკურატურაში დაიკითხა. კირკიტაძის განცხადებით, გამოძიებასთან მასთან შეკითხვები ჰქონდა დასაქმების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი, აინტერესებდათ, რა საქმიანობას ეწეოდნენ სოციალური აგენტები, რა ფორმით ადგენდნენ სიას და რა მიზნით დგებოდა ეს სიები.
მისივე თქმით, გამოძიებას შეუძლია, ბრალდებაში ათასი სისულელე ჩაწეროს, მაგრამ ფაქტია - ათასობით ადამიანი დადიოდა, ადგენდა სიებს და ცდილობდა, რომ სამუშაოს მაძიებლებს სამსახური ჰქონოდათ. კირკიტაძის განცხადებით, თუ შეკითხვები კიდევ ექნება გამოძიებას, მზად არის ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას