საპროტესტო აქცია ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით
2013-02-07 7 თებერვალს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის, მალხაზ ფარტენაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე, რამდენიმე მოქალაქესთან ერთად, მალხაზ ფარტენაძის კაბინეტში შეიჭრა და განაცხადა, რომ მანამ არ დატოვებს კაბინეტს, სანამ საკრებულოს წევრები რიგგარეშე სხდომას თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით არ მოიწვევენ. როგორც ღოღობერიძემ განმარტა, მალხაზ ფარტენაძე ბეშუმის ინცინდენტში მონაწილეობდა და მას მორალური უფლება არ აქვს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდეს საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. ღოღობერიძემ კაბინეტი მხოლოდ საღამოს 22 საათზე დატოვა და მჯდომარე აქცია მთელი ღამის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში განაგრძო.