ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის დაკითხვა
2013-02-08 8 თებერვალს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაზა დეკანოიძე მარნეულის პროკრატურაში დაიბარეს. როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ მარნეულის ყოფილმა გამგებელმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ განაცხადა, გამოძიებას კითხვები წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ჰქონდა. დეკანოიძის თქმით, საუბარი ეხებოდა იმ პერიოდს, როდესაც ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო. გამოძიება დაინტერესდა, რამდენად შეესაბამებოდა ამას მისი თანამდებობრივი მდგომარეობა, რადგან იმ პერიოდში მას მარნეულის გამგებელის პოსტიც ეკავა.