ძველი თბილისის რაიონის გამგებელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს
2013-01-17 17 იანვარს სამართალდამცავებმა ძველი თბილისის რაიონის გამგებელს, ნიკოლოზ მელიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. მას ბრალი 205-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქონების გადამალვაში დახმარება) და 232-ე მუხლის პირველი ნაწილით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წაუყენეს. მელია დაკითხეს "ქართუ ბანკის" თემასთან დაკავშირებით, სადაც მას ბრალი ედება აუქციონების თვალთმაქცურად ორგანიზებასა და ჩატარებაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკოლოზ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა, თუმცა მან აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე