თბილისის საკრებულოს წევრების დაკითხვა
2013-04-04 „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით მარტში „ნაციონალური მოძრაობის“ 12 დეპუტატი იქნა დაბარებული დაკითხვაზე პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში. დაკითხვის შემდეგ რამდენიმე შემთხვევაში დეპუტატებმა დატოვეს უმრავლესობის ფრაქცია. აღნიშნული ფაქტი კი აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ნებაყოფლობით მიმდინარეობს პროცესები თბილისის საკრებულოში. 29 მარტს, თვის ბოლოს პარასკევს, როდესაც ტრადიციულად იმართება საკრებულოს სხდომები, უმრაველობის 7 დეპუტატი იქნა დაბარებული დაკითხვაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ. აღნიშნული ფაქტი, პარლამენტისა და საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ შეფასებულ იქნა პოლიტიკურ ზეწოლად.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე