გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება ნინოწმინდის რაიონში
2013-04-25 24 აპრილს პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა ნინოწმინდის გამგებელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სამსონ ფნჯოიანი. იგი მუშაობას გამგეობაში იურისტად განაგრძობს. 25 აპრილს საკრებულომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა უპარტიო გაგიკ ყარსლიანი. ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი არ გამოცხადებულა
2013-04-25 25 აპრილს გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა საკრებულოს თავმჯდომარე ვლადიმერ სტამბულციანმა. როგორც მან განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანთან. აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებებია მათ შორის ვინც სხდომას ესწრებოდა. ვლადიმერ სტამბულციანი საკრებულოს 2010 წლიდან თავმჯდომარეობდა. 25 აპრლის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე. დამსწრე 17 დეპუტატის მიერ იგი ერთხმად იქნა არჩეული.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე