საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება წყალტუბოში
2013-06-04 4 ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაყენებული იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა საღარეიშვილისა და მისი მოადგილის - ზაზა მეტრეველის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. სხდომას ესწრებოდა დეპუტატთა სრული შემადგენლობა 24 დეპუტატი. მათ აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს. ამავე სხომაზე არჩეული იქნა საკრებულოს ახალი თავმჯდომარე - ნოდარ კაპანაძე (გეგუთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში - ფრაქცია „ერთობა“) და მისი მოადგილე - გოჩა უგულავა (ფრაქცია „წყალტუბოელი“). კენჭისყრაზე მათ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა 15 დეპუტატმა, ხოლო 9 წევრმა თავი შეიკავა


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე