გამგებლის ცვლილება სენაკის მუნიციპალიტეტში
2013-07-12 საკრებულოს სხდომის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ აქტივისტები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა, საკრებულოს აპარატის განმარტებით, იმის გამო, რომ მცირე დარბაზი ათეულობით ადამიანს ვერ დაიტევდა, აქციის მონაწილეები შენობაში არ შეუშვეს. დემონსტრაციის მონაწილეები გოჩა დგებუაძის კანდიდატურას „ნაციონალური მოძრაობის“ კადრად მოიხსენიებდნენ და ასევე აცხადებდნენ, რომ გოჩა დგებუაძე სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მისაბიშვლის მეგობარი და მისი პროტექციით შერჩეული პირია. წყარო: http://goo.gl/2M6Goc
2013-07-11 2013 წლის 9 ივლისს, სენაკის საკრებულომ მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ხმაურის ფონზე დანიშნა. გოჩა დგებუაძე საკრებულოს სხდომაზე მისულმა 21 დეპუტატმა ერთხმად აირჩია. გამგებლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 24 ივნისს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თენგიზ ადამიამ დატოვა. წყარო: http://goo.gl/2M6Goc
2013-06-24 24 ივნისს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თენგიზ ადამიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. 28 ივნისს საკრებულომ განიხილა აღნიშნული განცხადება და დააკმაყოფილა. ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი არ გამოცხადებულა. 9 ივლისს საკრებულომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა გოჩა დგებუაძე. იგი „ქართული ოცნების“ კანდიდატად მოიაზრება. სხდომაზე დამსწრე 21 დეპუტატმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას. პროტესტის ნიშნად სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ 3 დეპუტატი არ დაესწრო


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე