საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება სამტრედიაში
2013-06-22 2013 წლის 21 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 ხმით 5-ს წინააღმდეგ, თავმჯდომარედ ემზარ შუბლაძე აირჩია. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ჯვარშეიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ემზარ შუბლაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და 27 აპრილს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. დარბაზში შეკრებილი პირები სხდომის თავმჯდომარეს - ამირან ნინუას, სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ისინი შეძახილებით, სტვენით და ტაშით გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას. რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების მცდელობებსაც. სიტყვიერი დაპირისპირება კენჭისყრის შემდეგაც გაგრძელდა, მოქალაქეთა ნაწილის განცხადებით ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს.
წყარო: http://goo.gl/7DhvHJ
2013-06-21 10 ივნისს სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე - ალექსანდრე ჯვარშეიშვილმა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. 11 ივნისს ჩატარდა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც დაკმაყოფილებული იქნა მისი განცხადება და მოვალეობის შესრულება დაევალა თავმჯდომარის მოადგილეს - ემზარ შუბლაძეს. 21 ივნისს 11 საათზე დაინიშნა საკრებულოს სხდომა. დილიდან საკრებულოს შენობის წინ,კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, შეიკრიბა ადგილობრივი მოსახლეობა. თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ემზარ შუბლაძესა და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ იმედო გოგავას ჰქონდა შეტანილი. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე 20 ხმით 5-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა - ემზარ შუბლაძემ.