კონკურსი ახმეტის მუნიციპალიტეტში გამგებლის თანამდებობაზე
2013-06-10 10 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტში გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. 21 ივნისამდე გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დარეგისტრირდა 23 კანდიდატი. 2013 წლის 28 ივნისს ჩატარდა კონკურსის პირველი ეტაპი, სადაც შეირჩა 17 კანდიდატი. 5 ივლისს კი ჩატარდა კონკურსის მეორე ეტაპი-ტესტირება. შერჩეული 17 კანდიდატიდან გამოცხადდა მხოლოდ 5 კანდიდატი: ბექა ბაიდაური (მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი), ნიკოლოზ ალავიძე, დავით მაისურაძე, შოთა ლეკაშვილი, კახა ნერგაძე. აღნიშნული 5 კანდიდატიდან კონკურსის მეორე ეტაპის ბარიერი გადალახა 2 კანდიდატმა-ბექა ბიდაურმა და დავით მაისურაძემ. კონკურსის მესამე ეტაპი -გასაუბრება 15 ივლისამდე ჩატარდება. კონკურსს აკვირდება „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე