ბათუმის მერის ცვლილება
2013-06-11 11 ივნისს ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს გადადგომის თხოვნით მიმართა. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ჯემალ ანანიძემ გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა. „გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად, ყოველგვარი პარტიული კონსულტაციების გარეშე, რადგან არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ გახლავართ. ბათუმის მერის მოვალეობას არჩევნებამდე ორი თვით ადრე ვასრულებდი, ამ თანამდებობაზე არჩევნების შემდგომ რამდენიმე დღეში დავინიშნე მაშინ, როცა თვითმმართველობაში იყო ძალთა სხვა თანაფარდობა. ამის შემდგომ პოლიტიკურ წრეებშიც დაიწყო საუბარი იმაზე, უნდა ვყოფილიყავი თუ არა ახალი გუნდის წევრი. რადგან ეს მითქმა-მოთქმა არ შეჩერდა, გადაწყვეტილება მივიღე დამეწერა განცხადება.“-განაცხადა ჯემალ ანანიძემ.
13 ივნისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქალაქის მერის ჯემალ ანანიძის განცხადება გადადგომის თაობაზე საკრებულომ არ დააკმაყოფილა და კვლავ მერად დატოვეს. 23 დეპუტატიდან სხდომას ესწრებოდა 21 დეპუტატი და ერთის გარდა, ყველამ მხარი დაუჭირა ჯემალ ანანიძის მერად დარჩენას