გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლება
2013-06-12 12 ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს გამგებელი ოთარ ჩიტაიშვილი.
მიუხედავათ აზრთა სხვადასხვაობისა, საკრებულოს წევრების უმრავლესობა დაეთანხმა საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ კაპანაძის წინადადებას გამგებლის ოთარ ჩიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. სხდომას ესწრებოდა 23 დეპუტატი, გამგებლის გადაყენებას ხმა მისცა 14 დეპუტატმა, წინააღმდეგი 9 დეპუტატი იყო.
ამავე დღეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება # 337 თანახმად გამოცხადდა კონკურსი გამგებლის ვაკანტური თანამდებობის ადგილის დასაკავებლად