საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
2013-06-14 14 ივნისს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 24 ივნისს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ ორი კანდიდატი იქნა დასახელებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ავთანდილ სურგულაძე, კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან“ კი დიმიტრი კვერღელიძე. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ავთანდილ სურგულაძე. მან დამარცხებულ კანდიდატთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა, თუმცა კვერღელიძემ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა გამგეობის შენობაში შეიჭრა. ისინი ავთანდილ სურგულაძის გამარჯვებაში ოზურგეთის გამგებელს და კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის წევრს კოტე შარაშენიძეს ადანაშაულებდნენ და მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში სდებდნენ ბრალს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ოზურგეთის მაჟორიტარი ზვიად კვაჭანტირაძე და გია ცაგარეიშვილი მოსახლეობას შეჰპირდნენ, რომ მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის შესახებ პრემიერ მინისტრს საქმის კურსში ჩააყენებენ. ოზურგეთელები საკრებულოს ახალი თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით მომდევნო დღიდან შიმშილობის დაწყებას გეგმავდნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე