საგარეჯოს გამგებლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა
2013-06-12 მუნიციპალიტატის გამგებელს გიორგი ლოლაძეს და მის მოადგილეს ბესიკ მარტიაშვილს სასამართლო გადაწყვეტილებით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.
2013 წლის 12 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე და სხვა თანამშრომლებთან ერთად დააკავა. მათ ბრალად ედებათ დიდი რაოდენობით თანხის მითვისება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ამ დრომდე საგარეჯოში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ასრულებს ცისმარი თედიაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ დაინიშნა გამგებლის მაოდგილედ. იგი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია