აქცია სოფლის რწმუნებულის გადაყენების მოთხოვნით
2013-04-25 25 აპრილს სოფელ გამარჯვების მოსახლეობამ სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სოფელ გამარჯვების რწმუნებულ რეზო ზედგენიძეს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებდნენ, გამარჯვებაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, კერძოდ, არ აქვთ სარწყავი წყალი, ბუნებრივი აირი, ბოლო პერიოდში კი სისტემატურად ელექტროენერგის გარეშე არიან. აქციის მონაწილეები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისგან ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ 2012 წელს სოფლის პრობლემების მოსაგვარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. სოფლის მოსახლეობის ბრალდებას უარყოფს თავად რწმუნებული, რომელიც აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებთან მას შეხება არ ჰქონია, ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად გამგეობა ტენდერს აცხადებდა და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ასრულებდა


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე