აქცია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით
2013-05-24 24 მაისს გამგეობის შენობის წინ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი „ნაციონალური მოძრაობასთან“ არის შეკრული. აქციას დაახლოებით 50-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ ასევე მოითხოვეს თანამდებობა დაეტოვებინა გამგებლის მოადგილეს თამარ გოგოლაძეს, ვინაიდან მათი თქმით, იგი არ იყო წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული. ამრიგად, მას მორალური უფლება არა აქვს აღნიშნულ თანამდებობას იკავებდეს. აქციის მსვლელობისას ინციდენტი მოხდა. მონაწილეებისათვის უცნობი პიროვნება კამერით იღებდა მიმდინარე მოვლენებს, რამაც მასსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება გამოიწვია და აღნიშნულმა პიროვნებამ ტერიტორია დატოვა. აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა აქტივისტები დაიშალნენ, თუმცა მათი თქმით, აქციებს მანამ გააგრძელებენ სანამ ოლეგ სანდროშვილი თანამდებობას არ დატოვებს


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე