საკადრო ცვლილებები თბილისის მერიაში
2013-02-28 თბილისის მერიიდან ექვსი თანამშრომელი გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. ესენია: თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანიშვილი, რომელიც თებერვლის დასაწყისში „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენჯერმე იქნა დაკითხული პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ასევე გათავისუფლდა მერის მოადგილის აპარატის უფროსი და სპეციალისტები.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე