საკადრო ცვლილებები საბურთალოს გამგეობაში
2013-05-31 მარტში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა 8 თანამშრომელი: გამგებლის თანაშემწე, განყოფილების უფროსი და სპეციალისტები.
აპრილში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 9 ადამიანი: 2 განყოფილების უფროსი, 5 წამყვანი სპეციალისტი, 1 მთავარი სპეციალისტი, 1 სპეციალისტი. ამავე პერიოდში, დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ იქნა 12 თანამშრომელი: 2 განყოფილების უფროსი, 5 წამყვანი სპეციალისტი, 2 გამგებლის თანაშემწე, მთავარი სპეციალისტი, სპეციალისტი და გამგებლის მოადგილე.
2013-05-31 ვაკე-საბურთალო საკრებულოს გადაწყვეტილებით 1 მარტიდან ვაკე-საბურთალოს გამგეობა გაიყო. საბურთალოს რაიონის გამგებელად კი გია ხუროშვილი დაინიშნა, ხოლო მის მოადგილეებად ალექსანდრე დავითულიანი და ჯონი ბაკურაძე.
2013-02-28 ვაკე-საბურთალოს გამგეობიდან გათავისუფლებულია 2 თანამშრომელი: მთავარი სპეციალისტი და განყოფილების უფროსი.