ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულების დაკავება
2013-03-15 2013 წლის 15 მარტს ქრთამის აღების ფაქტზე, სამართალდამცავებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ალის და წაღვლის რწმუნებულები - მარგარიტა კულიჯანოვა და ელგუჯა კილაძე დააკავეს. ამის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მათთან ერთად დაკავებულია სოფელ ალის მკვიდრი გიორგი ნოზაძეც, რომელიც ქრთამის აღებაში ხელშეწყობისთვის არის ბრალდებული. როგორც სუხიაშვილმა განმარტა, გამოძიებით დადგინდა, რომ კულიჯანოვამ და კილაძემ მსხვილფეხა საქონლის გაყიდვისთვის საჭირო ყალბი ცნობების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 600 ლარი აიღეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6 დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე