ივანე ოსაძის დაკავება ქრთამის აღების ბრალდებით
2013-04-20 2013 წლის 20 აპრილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ივანე ოსაძე დააკავა. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მიხედვით, ივანე ოსაძემ სოფელ ყინწვისში მდებარე ერთ-ერთი შენობის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით, 7 000 აშშ დოლარი აიღო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაიწლითაა აღძრული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთა ემუქრება. გამგებლის მოვალეობას ამჟამად ოსაძის პირველი მოადგილე ემიკო ფეიქრიშვილი ასრულებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე