ბათუმის მერიის თანამშრომლების დაკავება
2013-05-20 2013 წლის 20 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურისა და კომპანია ”ელდეკ ჯორჯიას” თანამშრომლები სახელმწიფო თანხის მითვისებასა და სამსახურეობრივი მოვალეობის მიმართ გულგრილ დამოკიდებულების ბრალდებით დააკავა.
საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიის დაკავებული სამი თანამშრომელი გამოძიების დასრულებამდე დარბაზიდან გაათავისუფლა. მერიის თანამშრომლებთან ერთად გათავისუფლდნენ ”ელდეკ ჯორჯიას” თანამშრომლებიც. მათგან 5 000 ლარიანი გირაო მხოლოდ ერთს დაეკისრა. აჭარის პროკურორები აღმკვეთი ღონისძიების სახით დაკავებულების დაპატიმრებას ითხოვდნენ. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
დანაშაული ექვსი თვიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.