კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის რწმუნებულების დაკავება
2013-06-11 2013 წლის 11 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, სოფელ კაჭრეთის რწმუნებული გივი რამაზაშვილი და სოფელ ზემო კაჭრეთის რწმუნებული ვაჟა არუთინაშვილი დააკავეს. მათ სოფელ კაჭრეთში მდებარე 100 ჰექტარი მიწისა და მის შემოგარენში არსებული ტყის მასივის იჯარით გაცემის ნებართვის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 10 000 ლარი აიღეს. 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთის რწმუნებულს გივი რამაზაშვილს და ზემო კაჭრეთის რწმუნებულს ვაჟა არუთინაშვილს 10 -10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე