იმერეთის ყოფილი გუბრენატორის - ლაშა მაქაცარიას დაკითხვაზე დაბარება
2013-06-20 20 ივნისს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია დაკითხვაზე იქნა დაბარებული დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურაში დაიბარეს.
მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება 2010 წელს, იმერეთის რეგიონში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ბაღის დირექტორებს.
საქმის მიხედვით, 2010 წლის ნოემბერში რამდენიმე ათეული ბაგა–ბაღის ხელმძღვანელი და ბუღალტერი სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო რამდენიმე ხელმძღვანელი დააკავეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ამ ადამიანებმა პროკურატურას მიმართეს.
აღნიშნულ საქმეზე უკვე დაიკითხა ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების დირექტორი მაია პაქსიძე, ასევე ყველა ის თანამშრომელი, რომლებმაც პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.