სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბათუმის მერიის 2011-2012 წლის საქმიანობას სწავლობს
2013-06-21 21 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბათუმის მერიის 2011-2012 წლის საქმიანობას სწავლობს. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ორი მიმართულებით აწარმოებს დოკუმენტაციის შესწავლას: "სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღრიცხავს ქალაქ ბათუმის 2011-2012 წლის ბიუჯეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებს ასევე, განათლების, კულტურისა და სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებს. ამ ეტაპზე მიმდინარებს დოკუმენტაციის მიწოდება", - აღნიშნა არჩილ ვანაძემ.