აქცია სამტრედიის საკრებულოსთან
2013-07-17 21 ივნისს დაინიშნა საკრებულოს სხდომა, სადაც უნდა აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარე. დილიდან, კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბა ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილზე მობილიზებული იყო დაცვის პოლიცია და საპატრულო პოლიცია. მიუხედავად ამისა, სხდომის დაწყებამდე აქტივისტები ძალის გამოყენებით შეიჭრნენ შენობაში, დეპუტატებს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. იმდო გოგავამ მიმართა კოლეგებს უარი ეთქვათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისათვის. საკრებულოს წევრმა კობა ძიძიგურმა კი შესთავაზა გადაედოთ სხდომა, ვინაიდან წევრთა უმრავლესობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ამას მოჰყვა დარბაზში სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.საბოლოოდ მოხერხდა აქტივისტების დარბაზიდან გასვლა.აქცია და გამოსვლები შენობასთან დღის ბოლომდე გაგრძელდა.