სოფელ წყალთბილის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულის დაკავება
2013-04-28 სამართალდამცველებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ წყალთბილის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებული დააკავეს. პეტროს ვართანიანს ბრალი ქრთამის აღებაში ედება. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე ამბობს, მომხდარის შესახებ მან 26 აპრილს გაიგო და დეტალების გარკვევას ხვალ აპირებს. ბლიაძის განცხადებით იგი პეტროს ვართანიანს თვენახევარია იცნობს, მას შემდეგ რაც ახალციხის გამგებლად დაინიშნა. პეტროს ვართანიანის შეფასებით რწმუნებული თავის საქმეს და დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე