სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრების დაკავება
2013-05-13 მუნიციპალიტეტში კორუფციაში მხილებულნი არიან სოფელ ჩუმლაყში სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრები: გიორგი დვალი, იოთამ ორთოიძე და ბესარიონ ბერუკაშვილი. ბესარიონ ბერუკაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. გამოძიების დაწყებამდე მან ფინანსური ზარალი აანაზღაურა და ამიტომ სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გიორგი დვალს და იოთამ ორთოიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამავე ბრალდებით 13 მაისს გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, კახეთში, ზარალის დამთვლელი კომისიის კიდევ ერთი წევრი დააკავეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე