საკრებულოს დეპუტატ დიმა იორდანაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარა კასპში
2013-07-09 კასპის გამგებელმა, ოლეგ იაძემ, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს საკრებულოს დეპუტატ დიმა იორდანაშილის მიმართ განხორციელებულ მუქარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი განცხადებით, 2013 წლის 9 ივლისს საღამოს საათებში კასპის მუნიცპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთან დიმა იორდანაშილთან კოალიცია „ქართული ოცნების“ სამი წარმომადგენელი - გიორგი ბესტავაშვილი, გია წიკლაური და დავით ალექსიძე მივიდნენ, რომლებიც სიტყვიერად ემუქრებოდნენ და აძალებდნენ, რომ 11 ივლისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე უნდა არჩეულიყო, საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატ ხათუნა თათანაშვილისათვის დაეჭირა მხარი.
თავად იორდანაშილი აღნიშნულ ფაქტზე საუბრისგან თავს იკავებს, ხოლო გიორგი ბესტავაშვილი, გია წიკლაური და დავით ალექსიძე იაძის ნათქვამს ,,ბოდვას,, უწოდებენ და ფაქტს უარყოფენ.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, სამჯერ კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.