ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი შუამთობის დღესასწაულზე
2013-08-11 2013 წლის 11 აგვისტოს აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პრემიერ მინიტრმა, ბიძინა ივანიშვილმა “შუამთობა - 2013” დღესასწაულის აღვნიშვნის დროს ახლად დაქორწინებულ გუნდალაძეების ოჯახს საჩუქრად ბრილიანტის ბეჭედი გადასცა. საჩუქრის გადაცემის ფაქტი გაშუქდა “აჭარის ტელევიზიის” საინფორმაციო გადაცემაში, და ასევე ასახულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ფოტომასალაში.
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ამომრჩევლისათვის საჩუქრის გადაცემის ფაქტი შესაძლოა შეიცავდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც დამოკიდებულია საჩუქრის ღირებულებაზე.