სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების სავარაუდო ფაქტი ბოლნისში
2013-09-09 2013 წლის 26 აგვისტოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენა საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე.მალხაზ ერაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში,როდესაც მან ბოლნისის გამგებელი ლევან ფალავანდიშვილი გაათავისუფლა სამსახურეობრივი მოვალეობების ჯეროვნად შეუსრულებლობის მოტივით.საიას რუსთავის ოფისის წარმომადგენელი გაესაუბრა ბოლნისის საკრებულოს აპარატის უფროსს დავით გამყრელიძეს,მან განაცხადა,რომ მალხაზ ერაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საქმეს კურირებდა ბოლნისის უშიშროების სამსახურის უფროსი გელა ელისაშვილი.